მკვლელობა რუსთავში 13 წლის მოზარდი ბიძამ მოკლა?!

მკვლელობა მოხდა რუსთავში. მეზობლების ინფორმაციით, 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძაა დაკავებული.

მათივე ცნობით, ბავშვს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

banner
წინა სტატიაშითბილისში მაღალსართულიანი შენობიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
შემდეგი სტატიაე.წ. მატროსოვის ციხეში მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა