მკვლელობა ოკუპირებული გალის რაიონში – სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ

გალის რაიონის საბაჟოს უფროსი მოკლულია

მკვლელობა ოკუპირებული გალის რაიონში – სოფელ სიდაში წურწუმიების ოჯახს თავს დაესხნენ. „მოამბის“ ჟურნალისტის ნატალია ბერულავა ინფორმაციით, მოკლულია ცოლ-ქმარი. ამ წუთებში ადგილზე ე.წ. აფხაზური მილიცია მუშაობს.როგორც ცნობილია, მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა.

გარდაცვლილების მეზობლების ინფორმაციით, მოკლულ გია წურწუმიას, რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ გალში უთანხმოება მოუვიდა.

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდეს.

banner
წინა სტატიაშითიბილოვი არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს
შემდეგი სტატიარუსი კომუნისტები ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებას აღიარებენ