მკვლელობა მოხდა თბილისში

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა თბილისშიმკვლელობა მოხდა თბილისში – დიღომში მცხოვრები ორი ძმა, ალექსანდრე და დიმიტრი ატარშიკოვები მეზობლებმა საკუთარ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. მათი თქმით, ძმები სასტიკად არიან ნაწამები.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, რომლებმაც გარდაცვლილთა ნათესავებს ბინაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, რადგან გარდაცვლილი ძმები მეზობლებმა დღეს დილით იპოვეს.

ოჯახის ახლობლებს უჭირთ მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბარი. მათივე თქმით, ძმებს ჰქონდათ საკუთარი კომპანია, რომელიც ლიფტების მონტაჟით იყო დაკავებული და იქიდან გამომდინარე, რომ მათი ოფისიც გატეხილია, ისინი არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ ბიზნესთან იყოს დაკავშირებული მკვლელობა.

banner
წინა სტატიაშიზვავში დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 86-ჯერ დაირღვა სომხური შეიარაღაბული ძალების მხრიდან