მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე დაკავებულ 51-ე სკოლის მოსწავლეს ბრალი წაუყენეს

ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლეს, დ.ღ-ს ბრალი წაუყენეს.

დ.ღ.-ს მშობლებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია. მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„არანაირი ცრუ ჩვენება არ ჰქონია. სასამართლოზე თქვა ზუსტად ის, რაც მოხდა და არაფერი არ შეუცვლია,“ – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.

მოზარდი, რომელიც გუშინ დააკავეს, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტში და შემდეგ უკვე ხორავას ბნელ ფარდულში განვითარებულ მოვლენებშიც ფიგურირებს.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის რეალიზების ორი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს