მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

სხდომაზე ის მოზარდები დაიკითხებიან, რომლებიც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საქმეში დაცვის მხარის მოთხოვნით ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან, რომლებიც ალტერნატიულ ექსპერტიზას მოამზადებენ.

სწორედ სამხარაულის ბიუროს დასკვნამ გააჩინა კიდევ უფრო მეტი კითხვა 51-ე სკოლის მოსწავლეების საქმეში, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წინა სხდომაზე წარუდგინა.

„სკოლის რამდენიმე მოსწავლე არის დარჩენილი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე, რომელსაც ძალიან სერიოზული ინფორმაციის მიწოდება შეუძლია სასამართლოსთვის. სავარაუდოდ დღეს აღნიშნულ მოწმეს წარმოადგენს ბრალდების მხარე.

ბრიტანელი ექსპერტების ჩართვა მე ვფიქრობ, ძალიან კარგია. მეც დანიშნული მაქვს ექსპერტიზა, დანიშნული აქვს მეორე მხარესაც, უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან და ნათელი უნდა მოეფინოს ამ საქმეს,“-განაცხადა ერთ-ერთი დაკავებული მოზარდის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის სხდომა “ქართულ ოცნებაში” – შეხვედრაზე ე.წ. ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს
შემდეგი სტატიაეს ადამიანი არის წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლი – დავით ჯანდიერი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრობს