მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა – დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა.

ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და საბოლოოდ მათ გაამართლებენ.

დანაშაულის დაფარვაზე სულ ოთხი პირია ბრალდებული.

„იგეგმება მოწმეთა დაკითხვა და დაცვის მხარე, მსგავსად სხვა მოწმეებისა, სხვა დღეებისა, ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი პროცესი იქნება ნაყოფიერი.

მოწმეები ფლობდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად შემთხვევით მოხვდა პეკინის 3 ნომერში, სრულიად შემთხვევით მოხვდნენ აღნიშნული პირები, არასრულწლოვნები მის მანქანაში და მოხდა ასე ვთქვათ დამგზავრება,“-აცხადებს ადვოკატი მამულაძე.

banner
წინა სტატიაშიადიგენში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიაახალგაზრდა, რომელსაც რუსთავში ერთი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს