მკვლელობა ხორავას ქუჩაზე და დაკავებები პარლამენტთან – მესამე სექტორი ინფორმაციას ელჩებს მიაწვდის

პოლიციის მხრიდან კარვების დაშლა იყო უკანონო, რამაც დამატებით სიტუაციის ესკალაციის რისკი გააჩინა – ასე ეხმაურება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებს სამოქალაქო სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატის დაკავებასაც ეხმაურებიან და მოუწოდებენ უწყებას, ნიკა მელიას დამატებით განემარტოს რა ღონისძიება იყო მის წინააღმდეგ გამოყენებული.

სამოქალაქო სექტორი ამ საკითხების, ასევე ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდის.

„აუცილებლად იქნება საუბარი მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ რატომ არ მივიღეთ ამ პროცესში მონაწილება. ასევე ბოლო დროინდელი მოვლენები, ის საპროტესტო აქციები, რომელიც იმართება რუსთაველზე“- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს