მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლე დ.ღ. თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ.

ამის შესახებ განცხადება ბრალდებულის ადვოკატმა, არასრულწლოვნისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ გააკეთა.

გოჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას არ იყენებს და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

„ის ბრალთან მიმართებაში, ერთ ნაწილში თავს ცნობს დამნაშავედ. დუმილის უფლება არ გამოუყენებია,“ – განაცხადა დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა.

გოჩა კვარაცხელიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოს ხორავას ქუჩაზე მოკლული, დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის შესახებ თავად ზაზა სარალიძის თხოვნით არ მოუყვა.

„ზაზა სარალიძის ნაწილში განაცხადა, რომ ნამდვილად შედგა საუბარი მათ შორის და სასამართლოს ამასთან დაკავშირებით არ განუცხადებია და თვითონვე, მისით თქმით, გააკეთა თვითონ ზაზა სარალიძის თხოვნით და რაც შეეხება მათ საუბარს, ისეთი მნიშვნელოვანიც არ ყოფილა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს რამეში ხელი შეშლოდა,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლეს, დ.ღ-ს ბრალი დღეს წაუყენეს. ის 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტში და შემდეგ უკვე ხორავას ბნელ ფარდულში განვითარებულ მოვლენებშიც ფიგურირებს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე დაკავებულ 51-ე სკოლის მოსწავლეს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიასასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში – ბრალდებულ მალხაზ კობაურს საკანში კითხავენ