მკვლელობა ყანდაურაში – სასამართლო სხდომა, ბრალდების მხარის მოწმეების განხილვით გაგრძელდება

ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა, ბრალდების მხარის მოწმეების განხილვით გაგრძელდება. სხდომაზე დაიკითხებიან საქმეში მონაწილე პოლიციელები და ექსპერტები.

დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც ომარ გამყრელიძის ბრალეულობას ამტკიცებს. ადვოკატ გილერი ენდელაძის განცხადებით, საქმე არის აბსურდული. ომარ გამყრელიძის ადვოკატი დღესვე პროკურატურას მიმართავს და ომარ გამყრელიძის ჯანმრთელობის ცნობას წარუდგენს.

ადვოკატი პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და პოლიციელებს გამყრელიძისთვის ფიზიკურ ზეწოლაში სდებს ბრალს. გილერი ენდელაძე პროკურატურაში ომარ გამყრელიძის ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენას აპირებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ყოფილი მერი სემეკ-ის თავმჯდომარედ – დავით ნარმანიას კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს განიხილავენ
შემდეგი სტატიაეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილს უკვე წაგებული აქვს, აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება – ბოკუჩავა