მკვლელობა კარალეთში- დაკავებულია 24 წლის ახალგაზრდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ო.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ნ.პ. მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

მკვლელობა სოფელ კარალეთში 4 დეკემბერს მოხდა. არსებული ინოფრმაციით, 70 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა, ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხეულზე წამების კვალი ეტყობა. სავარაუდოდ მომხდარი ძარცვას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს კიევს სიტუაციის დეესკალაციისკენ
შემდეგი სტატიასააკაშვილისთვის მიცემული ვადა იწურება- სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას ცდილობს