მკვლელობა იორმუღანლოში – ოჯახი ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ბრალდებული ხაიალა ხუბანოვას ოჯახის წევრები სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

მათი თქმით, ის ნათესავი მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო და შემთხვევის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. გამამართლებელ განაჩენს ითხოვს ბრალდებულის ადვოკატიც. დარეჯან გილაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მსხვერპლ ქალებს ხშირად არ იცავს და მათ მიმართ არასამართლიან ბრალდებას აჟღერებს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სპირიდონი ომბუდსმენს – “შე ბრმა, შე ყრუ…ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ”
შემდეგი სტატიასოფელ მოხისის მოსახლეობამ აქცია გამართა