მკვლელობა იყალთოში – 44 წლის კაცი მეზობელმა ბენზინგასამართ სადგურზე მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მკვლელობის მოტივი უცნობია. არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, გარდაცვლილის თანასოფლელია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია ბრალდებულის დასაკავებლად ინტენსიურ სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

banner
წინა სტატიაში“ზუგდიდი გადავქციოთ მსოფლიოს დედაქალაქად”-ზვიად სიჭინავა ვიდეომიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკომპანია SpaceX-მა სატვირთო ხომალდი Dragon-ი წარმატებით გაუშვა