მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – შსს-მ 40 წლის მამაკაცი დააკავა

policia

მკველელობა მოხდა წუხელ თბილისში. სამტრედიის ქუჩაზე 29 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცმა დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, რის შემდეგაც პოლიციას მომხდარის შესახევ თვითონვე შეატყობინა და ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს სამართლადმაცველებმა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1980 წელს დაბადებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს და ის აღიარებს დანაშაულს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ინფრამციით, მკველლობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და ბრალდებულმა ნაცნობს გულმკერდის არეში ესროლა. გამოძიება 108-ე განზრახ მკველობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია