მკვლელობა დედოფლისწყაროში – 55 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს

მკვლელობა დედოფლისწყაროში – გარდაცვლილია 55 წლის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა, როდესაც გარდაცვლილთან შინ მისი ახლობლები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების განცხადებით, შეკრებილთა შორის ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო.

როგორც ცნობილია, მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მკვლელობის მონაწილე პირები უკვე დაკითხეს, თუმცა, ამდროისათვის ბრალდებული დაკავებული არ არის. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარესობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიფოთის პორტი შეფერხებების გარეშე მუშაობს
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველების მასშტაბური სიმულაციური სწავლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში