მკვლელობა და დაჭრა ფონიჭალაში – დაკავებულია 2 პირი

ფონიჭალაში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ორი პირი
შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. რომელსაც გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად და 1990 წელს დაბადებული, ასევე წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად

“გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა – 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი – 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან – გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.” აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპარტიები, რომლებიც სამუშაო რეჟიმში ჩაერთვებიან, ფსონს დებენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ხოლო ვინც არ ჩაერთვება, სტატუსის არმიღებაზე დებს ფსონს – სამხარაძე
შემდეგი სტატიააშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს – დარჩიაშვილი