მკვლელობა ბოლნისში – დაკავებულია 1 პირი

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვა – ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა – ინფორმაციას შსს ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე წლის 19 ივნისს, მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც 1 პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება
შემდეგი სტატიაწინასწარი მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტია პარლამენტში 71 მანდატს მიიღებს