,,მკვლელის მორალურ გამართლებას უწყობენ ხელს… ქუჩური ავტორიტეტებისა და ცნობიერების დაბრუნება ხდება საქართველოში “

მკვლელის მორალურ გამართლებას უწყობენ ხელს- აცხადებს “ენმ”-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე და საგანგაშოს უწოდებს შს მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. გოცირიძის თქმით, მაშინ, როცა მანდატურის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, ისმოდა განცხადებები, რომ ეს იყო დაბეზღების მექანიზმი:

„ძალიან საგანგაშოა ის, რაც განაცხადა გუშინ შს მინისტრმა, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ ახალგაზრდები. ფაქტობრივად, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის გამოვლინება. როდესაც შემოვიდა თავდაპირველად მანდატურის ინსტიტუტი, მაშინ როგორც ოპოზიცია, ასევე ძალიან ბევრი ქადაგება მოგვისმენია იმის თაობაზე, რომ ეს არის დაბეზღების მექანიზმი და ეს ახალგაზრდების მორალურ ზრდას არ შეუწყობს ხელს…მკვლელის მორალურ გამართლებას უწყობენ ხელს…დღეს ყველაფერი მოშლილია და ფაქტობრივად ქუჩური ავტორიტეტებისა და ცნობიერების დაბრუნება ხდება საქართველოში ” განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანის თქმით, 2012 წლიდან სკოლებში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე – სასამართლო დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე მსჯელობს