მკვლელი არის მკვლელი, რა ხნისაც არ უნდა იყოს !!!

,,მეორე ბავშვიც გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თუკი რამით შეიძლება ახლა ეს ადამიანები ანუგეშო.

ახლა კი არასრულწლოვან დამნაშავეებზე მოგახსენებთ. კანონმდებლობის გარკვეული სირბილე ამ ასაკის ახალგაზრდების მიმართ არ უნდა ეხებოდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ! ადამიანს რომ კლავ, თანაც ასე სადისტურად, ისევე უნდა აგო პასუხი, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა. შეიძლება ემოციები მალაპარაკებს, მაგრამ მახსენდება იტალიის გამოცდილება, როცა არასრულწლოვანების მიერ ჩადენილ მკვლელობებს ვერაფერი მოუხერხეს სანამ სწორედ კანონის სიმკაცრე არ დაუპირისპირეს.

მკვლელი არის მკვლელი, რა ხნისაც არ უნდა იყოს !!!

P.S. მაინტერესებს მათი მშობლების რეაქცია. მე ჩემი ხელით წავათრევდი სატუსაღოში !!!!!!!“

წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  დიპლომატი მამუკა გამყრელიძე

banner
წინა სტატიაშივერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია- შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრი მეორე გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს