მკველობა ბათუმში- სავარაუდო ბრალდებული კორპუსიდან გადახტა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, სავარაუდოდ, 55 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული პირის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა.

ბრალდებული ბიჭი გაქცევის მიზნით აივნიდან გადახტა, თუმცა პოლიციამ დამნაშავეს, სპეციალური დამცავი საშუალება დაახვედრა და ის გასაბერ ლეიბზე უვნებლად დაეშვა.

ახალგაზრდა კაცი ამ დროისთვის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ბათუმში მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. მოკლულია ერთ-ერთი კაფის დაცვის თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშიციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: ბევრი ადგილი აღარ დაგვრჩა
შემდეგი სტატიაკახაძე სახ.დეპის ანგარიშზე: ისინი ასე ფიქრობენ