მკველეობა გალში- სამმა “მილიციელმა” ქართველი მამაკაცი მოკლეს

 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 43 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცავებმა, სასტიკად სცემეს და ის მიყენებული ტრავმებით კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის რძალი, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, ამბობს, რომ თემურ კარბაია სამმა ე.წ. მილიციელმა რამდენიმე დღის წინ დააკავა ოკუპირებულ ქალაქ გალში და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. თემურ კარბაია 9 დეკემბერს, ღამით გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება – დაჟეჟილობა და მოტეხილობა.

banner
წინა სტატიაშიროგორი იქნება 2024 წელი
შემდეგი სტატიაბექა ოდიშარია – რომ არა აპოკალიფსური მოვლენები სააკაშვილის ცრუ ქარიზმასთან მიმართებაში, ზურაბ ჟვანია იქნებოდა ღირსეული ლიდერი, საქართველო არ წავიდოდა ნგრევისა და ტერიტორიების დაკარგვის გზით