მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 60-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 672 კოვიდინფიცირებულიდან 60 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„4 672 პაციენტიდან 60 კრიტიკულია, აქედან 59 პაციენტი მართვითი სუნთქვის სხვადასხვა რეჟიმზე იმყოფება. მათგან ცხრა ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა