მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 58-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 518 კოვიდინფიცირებულიდან 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„4 518 შემთხვევიდან 58 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათგან რვა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.

„ჩვენს ცენტრში 42 კოვიდინფიცირებული იმყოფება, აქედან ხუთის მდგომარეობა არის მძიმე, ერთი ინფიცირებული კი კრიტიკულია, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და პროგნოზი კეთილსაიმედოა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, 111 თბილისში, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა