მკურნალობა მიდის ისე როგორც საჭიროა. მოდის ახლა კომისია და ყველაფერი დაიდება, სასმართლომ მიიღო გადაწყვეტილება – სააკაშვილის მკურნალი ექიმის პირველი კომენტარი

კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავრაშვილი დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა. ჟურნალისტებთან საუბრისას დავრაშვილს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მისი თქმით, ის მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური კომისიის შესვლას ელოდება, რომელიც იმ მკურნალობის კურსსა და სამედიცინო დოკუმენტაციას შეამოწმებს, რომელსაც კლინიკაში აწარმოებენ.

რაც შეეხება მკურნალობის პროცესს, დავრაშვილმა დაადასტურა, რომ მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება.

“მკურნალობა მიდის ისე როგორც საჭიროა. მოდის ახლა კომისია და ყველაფერი დაიდება, სასმართლომ მიიღო გადაწყვეტილება”,-თქვა თამარ დავრაშვილმა.

წინა სტატიაშირუსეთის წინააღმდეგ სანქციები მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან კავშირში არ არის – კულება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო