15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

უწყების ცნობით, 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

მათი ინფორმაციით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალს არასრულწლოვანი კედელთან ყავს მიმწყვდეული და მასზე ძალადობს.

banner
წინა სტატიაში“ჰამასმა”, როგორც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, არსებობა უნდა შეწყვიტოს” – მარკო რუბიო
შემდეგი სტატიაევროპის სახალხო პარტიის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ივანიშვილს საქართველო რუსული ყაიდის დიქტატურისაკენ მიჰყავს – ბარამიძე