მხოლოდ უკრაინას შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის და რა პირობებში დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან

“უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და რუმინეთის ლიდერებთან ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ მხოლოდ უკრაინას შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების დრო და პირობები”,-ამის შესახებ ზელენსკის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა განაცხადა.

„პირიქით, გუშინ შეხვედრაზე ითქვა, რომ მხოლოდ უკრაინას შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის და რა პირობებში დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან. გარდა ამისა, ჩვენმა პარტნიორებმა გამოთქვეს ინტერესი, რომ უკრაინა იყოს ყველაზე ხელსაყრელ მოლაპარაკების პოზიციაზე. ამიტომ ისინი გააგრძელებენ ჩვენთვის თავდაცვითი, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერას“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია
შემდეგი სტატიაევროკომისიამ მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა