“მედია უნდა იყოს ხელუხლებელი, თავისუფალი და დამოუკიდებელი — რადგან მხოლოდ ასეთ მედიას შეუძლია საზოგადოების ხმა იყოს და არა ხელისუფლების ძალაუფლების ექო”, – ასე ეხმაურება “თაიმერის” რედაქცია “ქრონიკა+”-ისა და cnews-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
როგორც “თაიმერის” გენერალური დირექტორი, ბერდია კალანდია აღნიშნავს, სიტყვის თავისუფლება არ არის პრივილეგია, ის არის ფუნდამენტური უფლება, რომლის შეზღუდვაც აზიანებს არა რომელიმე კონკრეტულ მედიასაშუალებას, არამედ, მთლიანი მედიის პალატას და ზოგადად, საზოგადოებასაც.
“თაიმერის” რედაქცია სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს „ქრონიკა+“-სს — მედიას, რომელიც არ თმობს პროფესიონალიზმს, სიმართლესა და პასუხისმგებლობას. მაშინ, როცა ზეწოლა, დაშინება და ჩარევა ნორმად იქცევა, განსაკუთრებით ფასეულია მედია, რომელიც რჩება საკუთარ გზაზე და არ უთმობს ადგილს კონიუნქტურას.
მედიის ხელუხლებლობა ნიშნავს საზოგადოების უფლებას იცოდეს სიმართლე. ისევე, როგორც „ქრონიკა+“, cnews-იც ამ უფლებას იცავს.
ჩვენ ვდგავართ თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი მედიისა და „ქრონიკა+“-ის გვერდით”, – ამბობს ბერდია კალანდია.
შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტო cnews-ისა და “ქრონიკა+”-ის ოფისი პარალოზებულია. დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს, ოფისის კართან მობილიზებული დაცვის კერძო კომპანიის თანამშრომლები, მათ შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
მედიაორგანიზაციის დამფუძნებელი, ელისო კილაძე შენობის მფლობელს, ბენ ანორს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
















