მხოლოდ ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ნატოს სტანდარტებს და ალიანსს შეუერთდებიან

მხოლოდ ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ნატოს სტანდარტებს და ალიანსს შეუერთდებიან, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს 67-ე საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„რაც შეეხება ნატოს გაფართოებას და იმას, რომ ეს გაფართოება რუსეთის პროვოცირებას იწვევს, პირველ რიგში, ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი ის არის, რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფო უფლებამოსილია, თავად აირჩიოს თავისი გზა. სურს თუ არა, ამა თუ იმ ქვეყანას ნატოს წევრი გახდეს – ეს საკითხი კონკრეტულმა ქვეყანამ და ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ. რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. რუსეთმა არასდროს არ უნდა მიიღოს ვეტოს უფლება, ვინაიდან სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თავისი მომავალი განსაზღვროს. რუსეთი ყოველთვის ამბობს, რომ ნატოს გაფართოება პროვოკაციაა. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ნატოს შეუერთდნენ, რუსეთი ამბობდა, რომ ეს პროვოკაცია იყო. იგივე ეხება ჩემს სამშობლოს, ნორვეგიას. როდესაც ნორვეგია ნატოს შეუერთდა, სტალინი ამას ძალიან ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, მხოლოდ ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ნატოს სტანდარტებს და ალიანსს შეუერთდებიან“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაში„კუმ დეომ,“ ლიბერთისა და „მთავარი ამბები კახეთიდან“ მხარდაჭერით, მორიგი საველმოქმედო აქცია სოფელ ნაფარეულში გამართა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – ვხედავ ნიშნებს, რომ მეხუთე ტალღა უფრო ადრე იყოს, ვიდრე ვვარაუდობდით