მხოლოდ ინდური ფული არ აფინანსებს ომს – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი EU-ს აკრიტიკებს

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა ინდო-წყნარ ოკეანეში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ ყოველწლიურ შეხვედრაზე ევროკავშირი გააკრიტიკა და ალიანსს “თანასწორობისკენ” მოუწოდა.

“რუსული გაზის ყიდვა არ აძლიერებს ომის მანქანას? მხოლოდ ინდური ფული და ნავთობია, რომელიც ომს აფინანსებს და არა ევროპაში რუსეთიდან შესული გაზი? მოდით, არ ვიყოთ მიკერძოებული”. – თქვა ჯაიშანკარმა

ინდოეთმა არაერთხელ გაამართლა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი და ის ფაქტი, რომ 2022 წელს ქვეყანამ რეკორდულად დიდი რაოდენობა შეისყიდა რუსეთისგან.

ჯაიშანკარმა დაადასტურა, რომ რუსეთიდან ინდოეთში იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა 2021-დან 2022 წლამდე სულ მცირე ცხრაჯერ გაიზარდა.

“„თუკი ევროპისა და დასავლეთის ქვეყნები და შეერთებული შტატები ასე შეშფოთებულნი არიან, რატომ არ აძლევენ ირანის ნავთობის ბაზარზე შესვლის საშუალებას? რატომ არ აძლევენ ვენესუელის ნავთობის ბაზარზე შესვლის საშუალებას? მათ შეზღუდეს ნავთობის ყველა სხვა წყარო, რომელიც ჩვენ გვაქვს”. – თქვა ჯაიშანკარმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-საქართველო ევროპული სტანდარტების, ფასეულობების ერთგულია, ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით, ახლა ევროპის ჯერია, მან უნდა გადაწყვიტოს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სწორედ ახლა დგება დრო, ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ