,,მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ IRI-ის ბოლო კვლევით ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო რეიტინგი ორნიშნა იყო”

საარჩევნო რეიტინგების თაობაზე გავრცელებული სპეკულაციების ფონზე, კონფიდენციალობის პირობის დაურღვევლად, მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ IRI-ის ბოლო კვლევით ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო რეიტინგი ორნიშნა იყო, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„საარჩევნო რეიტინგების თაობაზე გავრცელებული სპეკულაციების ფონზე, კონფიდენციალობის პირობის დაურღვევლად, მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ IRI-ის ბოლო კვლევით ჩემი საპრეზიდენტო საარჩევნო რეიტინგი ორნიშნა იყო. ვადასტურებ იმასაც, რომ ბოლო კვირებში ჩემი მხარდამჭერების რაოდენობა ყველა კონკურენტზე გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. ამრიგად, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მეორე ტურში გასვლა აბსოლუტურად რეალისტურია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მით უმეტეს, რომ „მეტი შეგვიძლია!“, – წერს დავით უსუფაშვილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტელევიზიის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. კითხვაზე – იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური გაიმართება, რომელი ორი კანდიდატი გავა, შედეგები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 40%; გრიგოლ ვაშაძე – 39%; დავით ბაქრაძე – 29%; შალვა ნათელაშვილი 5%; დავით უსუფაშვილი – 5%; ზურაბ ჯაფარიძე – 2%.

banner
წინა სტატიაშიწლის ბოლომდე ვეტერანებისთვის ახალი ჰოსპიტალი გაიხსნება
შემდეგი სტატია,,ფაბრიცირებული ჩანაწერების გამოყენება არის სწორედ ქუმსიშვილის დისკრედიტაციისკენ მიმართული”