მხოლოდ ერთ ფაქტზე არ არის საუბარი, იქ შეიძლება, რამდენიმე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე – მამუკა ახვლედიანი

????????????????????????????????????

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, მოსამართლეების გამოცდებზე ტესტების წინასწარ გატანის თაობაზე სკანდალურ განცხადებას გადაცემა არჩევანში აკეთებს.

მამუკა ახვლედიანი საკუთარ განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს და აკონკრეტებს, რომ მას შეუძლია ერთ კონკრეტულ ფაქტზე – ირინა ხერხეულიძის გამოცდის შედეგებზე საუბარი, თუმცა, შესაძლოა, ტესტების გატანის ფაქტი რამდენიმე ყოფილიყო.

„აქ არ არის მხოლოდ ერთ ფაქტზე საუბარი. იქ შეიძლება, რამდენიმე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ეს უკვე მოკვლევის შემდგომ გახდება ცნობილი. არასამთავრობო ორგანიზაციებს გადავეცი კონკრეტული დოკუმენტაცია. კითხვები მქონდა და შემდგომ ჩემს ხელთ აღმოჩნდა ერთ-ერთი კაზუსი, სადაც კონკურსანტის პასუხი ავტორის პასუხთან იდენტურია. სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ავტორის პასუხს,“ – აცხადებს მამუკა ახვლედიანი, რომელიც აქვე ამბობს, რომ ტესტების წინასწარ გატანის თაობაზე მას აქვს კითხვები და ითხოვს პასუხებს.

“ამაზე მეტი რა უნდა დაირღვეს,” – ამბობს მამუკა ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაში,,დემარში სასამართლო კორპუსთან მე ნამდვილად არ მჩვევია”
შემდეგი სტატია,, ხელისუფლების და იუსტიციის მინისტრის სასამართლო საქმიანობაში ჩარევას ვერ დავადასტურებ”