30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

“მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”- კობახიძე რუსი მილიარდერის პაველ დუროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე

“ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას” ,_  თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან რუსი მილიარდერისა და Telegram-ის დამფუძნებელის პაველ დუროვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

Telegram-არხმა Ateo Breaking-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია. Telegram-ისა და ВКонтакте-ს დამფუძნებელი და რუსი მილიარდერი პაველ დუროვი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, 2024 წლის 25 აგვისტოს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. დუროვს 12 დანაშაულს ედავებიან, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე, თუმცა ის 29 აგვისტოს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დუროვზე სამართლებრივი დავა საფრანგეთში დღემდე გრძელდება, ის პატიმრობიდან გაათავისუფლებს, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია. ის ამ დროისთვის დუბაიში ცხოვრობს, თუმცა საფრანგეთში მის წინააღმდეგ არსებული გამოძიების გამო, საერთაშორისო დონეზე გადაადგილება შეზღუდული აქვს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე: ტექსტში უამრავი ტყუილია — ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის ფასი არ აქვს
შემდეგი სტატიამოემზადეთ ზაფხულისთვის – ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით