აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, არჩევნებზე ადრეული მონიტორინგია საჭირო. ამის შესახებ დეგნანმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, “არასწორი რაღაცები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება” და თვეებით ადრე მიმდინარეობს, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა და დაშინება.
ამავე ინტერვიუში დეგნანმა ამომრჩეველს არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა.
”ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი/
[…]
მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ”, – თქვა კელი დეგნანმა.