მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ჯარებმა თითქმის 1000 დარტყმა განახორციელეს – ზელენსკი

“მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ჯარებმა თითქმის 1000 დარტყმა განახორციელეს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ისეთი ზეწოლაა საჭირო, რადგან მას ადაპტაციის დრო არ ჰქონდეს.

“ადამიანთა სიცოცხლის სრული უგულებელყოფა და მუდმივი ტერორი არის ის, რის გავრცელებასაც ცდილობს რუსეთი.

მხოლოდ ამ კვირაში რუსულმა ჯარებმა განახორციელეს თითქმის 1000 დარტყმა სხვადასხვა ტიპის რაკეტების, მართვადი საჰაერო ბომბებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით.

უკრაინაში სიცოცხლის დაცვა საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჩვენი ჯარისკაცების უზრუნველყოფა საჭირო დიაპაზონის იარაღით და ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ადაპტაციის დრო, ეს არის მშვიდობასთან დაახლოების გზა.

რუსულმა ტერორმა უნდა წააგოს. მსოფლიოს შეუძლია ამის უზრუნველყოფა,” – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ევროპულ ღირებულებაზე გვესაუბრება ხალხი, რომელსაც ვერ აუტანია, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტლებას
შემდეგი სტატიახაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს – გპირდები, ყველა დანაშაულზე პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოგეთხოვება