მხოლოდ 19%-ს არ ეშინია, რომ საკვების და საყიდლების თანხა არ ექნება – Edison Research

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის 37%-ს ძალიან ეშინია, რომ ახლო მომავალში არ ექნება საკვებისა და საოჯახო საყიდლების შესაძენი თანხა, 44-%-ს კი ოდნავ ეშინია.

მხოლოდ 19% ამბობს, რომ მას ამის საერთოდ არ ეშინია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : გრძელვადიანი ვიზიტის მსურველებს, უცხოელებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ვთავაზობთ, იმუშაონ საქართველოდან
შემდეგი სტატიაგატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ