27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“მხნედ იყავი ლევან, ღირსეულად მოიხდი ამ 2 წელს და 6 თვეს”- ლევან ხაბეიშვილის დედის პირველი ემოციური განცხადება განაჩენის შემდეგ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დედა, მარინა კოტრიკაძე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. მან „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერიდან შვილს საჯაროდ მიმართა, მხნეობა უსურვა და აღნიშნა, რომ წარდგენილი მძიმე ბრალდებების ფონზე, მუხლის გადაკვალიფიცირება ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი იყო.

„ახლა მე, როგორც დედას, ერთი დღეც არ მემეტება ჩემი შვილი ციხეში, მაგრამ იმ მუხლებთან შედარებით, რა მუხლებიც ჰქონდა და რა ბრალიც ჰქონდა ლევანს წაყენებული, საუკეთესო ვარიანტი იყო ამ ეტაპზე.

მხნედ იყავი, ლევან, ღირსეულად მოიხდი ამ 2 წელს და 6 თვეს. როგორც ღირსეულად გაატარე შენ აქ, გარეთ, შენი ცხოვრება, გამოსვლის შემდეგ ასევე ღირსეულად შეძლებ გააგრძელო ცხოვრება. იმ ხალხს, ვისაც შენი იმედი და სიყვარული აქვს, მინდა, რომ შენი სიყვარული და იმედი არ დაკარგოს“, — განაცხადა მარინა კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მასთან ერთად ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას — 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

banner
წინა სტატიაშიPACE-ის მონიტორინგის კომიტეტი: საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს
შემდეგი სტატიააგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები წყალტუბოსა და ხონში