- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
მხატვარი ქეთევან იგნატოვა მძარცველმა საკუთარ სახლში დაჭრა
მნიშვნელოვანი
- მხატვარი ქეთევან იგნატოვა მძარცველმა საკუთარ სახლში დაჭრა
სხვა სტატიები
დაჭრა და ძარცვა იგნატოვების სახლში – მხატვარი ქეთევან იგნატოვა მძარცველმა საკუთარ სახლში დაჭრა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ინფორმაციას, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ი ავრცელებს. იგნატოვას თქმით, მძარცველი სახლში ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ შევიდა. პირველად იგი იგნატოვას მეუღლემ შენიშნა და სახლი დაატოვებინა, თუმცა მეორე დღეს ისევ მიბრუნდა.მათივე თქმით, მძარცველს ცივი იარაღის მუქარით, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ის ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდა.მოგვიანებით მძარცველი და ოჯახის უფროსი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ყელის არეში დაიჭრა ქეთევან იგნატოვა. მძარცველმა კი მოახერხა სახლიდან გაქცევა და ძვირფასეულობის წაღება ფულთან ერთად.
თვითმხილვლების თქმით, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც კაპიუშონიანია შავი სამოსი ეცვა.
იგნატოვას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.