მხატვარი ნიკო ცეცხლაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე მისი ხელმოწერა გაუგებრობის შედეგია

მხატვარი ნიკო ცეცხლაძე სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე მის ხელმოწერას გაუგებრობას უკავშირებს.

როგორც 2030.news-ს ცეცხლაძემ განაცხადა, ის ხელმოწერას მეგობრების თხოვნით დათანხმდა ისე, რომ ტექსტი არ უნახავს.

„მე ვარ „ქართული ოცნების“ კანდიდატის ბექა ოდიშარიას მხარდამჭერი და ამას ღიად გამოვხატავ. საკონსტიტუციო უმრავლესობასა და უმცირესობაში ვერ ვერკვევი, ბექა ოდიშარიას მხარს ვუჭერ, თავისთავად „ქართულ ოცნების” მხარდამჭერი ვარ და როგორ მოვუწოდებდი ვინმეს, რომ ოპოზიციას მისცენ ხმა. უკაცრავად, არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური. კარგად რომ მცოდნოდა, კონკრეტულად რაზე მთხოვეს ხელმოწერა, ნამდვილად უარს ვიტყოდი”, – განაცხადა ცეცხლაძემ.

საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. მიმათვის ხელმომწერთა შორის იყო ნიკო ცეცხლაძეც.

banner
წინა სტატიაშიევროპოლმა ერთ კვირაში 314 ადამიანი დააკავა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: მათ უნდათ კონსტიტუციის შეცვლა, რათა ბიძინა ივანიშვილის ხუშტურები შესრულდეს