მხატვარი ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა

95 წლის ასაკში გარდაიცვალა ფერმწერი, გრაფიკოსი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი ლევან ცუცქირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას ლევან ცუცქირიძის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლევან ცუცქირიძე იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). სხვადასხვა წლებში ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

ლევან ცუცქირიძე იყო არაერთი წიგნის ილუსტრატორი, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“, „შუშანიკის წამება“, „სადღეგრძელო“ (გრიგოლ ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, „ფაუსტი“ (გოეთე) და სხვ. 1980-იანი წლების ბოლოს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი.

ლევან ცუცქირიძის პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში.

2016 წელს, 90 წლის იუბილეზე ლევან ცუცქირიძეს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიმელია – 19 ნოემბერს სამი ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართება
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ