მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ჯობს არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი – EU-ს დელეგაცია

European Union and Georgia. The concept of relationship between EU and Georgia.

ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირმა გააკეთა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკადრების გავრცელების შემდეგ გიორგი ტუღუშმა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე სააკაშვილის წინადადება მიიღო, მიუღებელია როცა ასეთი წარსულის პირობებში ადამიანი ინიშნება ევროკავშირის თანამდებობაზე – კობახიძე
შემდეგი სტატიააჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს თავს დაესხნენ