მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – პიტერ სიიარტო

მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – პიტერ სიიარტო

2021 წლის 11 მარტს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სამუშაო ვიზიტით ეწვია. საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პროგრამაში საქართველოს გამორჩეულ როლზე ისაუბრა.

„უნგრეთი, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ განლაგებული ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი მხარდამჭერია, სადაც საქართველო ნამდვილად ძირითად როლს თამაშობს. ჩვენ აღმოსვალეთ პარტნიორობის პროგრამას განვიხილავთ, როგორც საუკეთესო მექანიზმს ევროკავშირის გაძლიერებისთვის. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით გასაძლიერებლად სწორედ ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ახლი პარტნიორების, ახალი მოკავშირეების ძებნა არის საჭირო. ამ მიმართულებით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოხარული ვართ, რომ საქართველო დგამს ამ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეგიძლიათ უნგრეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“- განაცხადა სიიარტომ.

პრესკონფერენციაზე სიიარტომ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოსთან უფრო ძლიერი თანამშრომლობის აუცილებლობას და კვლავ დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა ამ გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონტრიბუცია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იძლევა ნატოსთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის უფლებას.

უნგრელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს 9%-ით შემცირდა გლობალური ვაჭრობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენ 9%-ით გავზარდეთ ვაჭრობა. უნგრული ფარმაცევტული კომპანია საქართველოში მოქმედ 10 წამყვან კომპანიებს შორისაა, ქ. ქუთაისში წარმატებით მუშაობს უნგრული ავიაკომპანია “WizzAir”, აქტიურად ვთანამშრომლობთ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში, ასევე შესაძლოა უნგრული კომპანიები ჩართული იყვნენ საქართველოში სიდიდ მეორე ქალაქის წყლის მომარაგების სიტემის უზრუნველყოფაში. უნგრულმა “Exim” ბანკმა 140 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო, რათა გამარტივდეს უნგრული კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და განვითარდეს უნგრულ-ქართული ბიზნესების თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ცენტრალურ ევროპაში ენერგომომარაგების დივერსიფიცირების კუთხით. უნგრეთის ინტერესშია. რომ კავკასიის გაზი ჩავიდეს ცენტრალურ ევროპაში და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, როგორც სატრანზიტო ქვეყანას“- განაცხადა მან.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. სიაარტოს განცხადებით, აქტიურია უნგრული სტიპენდიების მოთხოვნა საქართველოდან და წელს 262 სტუდენტმა შეიტანა შესაბამისი განაცხადი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების მანძილზე.

პრესკონფერენციის დასასრულს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი და საქართველო კვლავაც განაგრძობენ მუშაობას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ბატონ მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო ნებისმიერ დროს და გამოვიდეს ციხიდან, თუნდაც დღეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვართ მზად გავაგრძელოთ დიალოგი იმისთვის, რომ დასრულდეს ეს შეთანხმება რეალური შედეგით და ქვეყანამ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს