“მხარს ვუჭერთ საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას” – ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი - მე ვგრძნობ, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაცია ღირებულებების გამო -

ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერთ საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას და ყურადღებით აკვირდებან რუსეთის მიერ ბორდერიზაცის პროცესს.

“მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ამ საკითხზე ვესაუბრებით რუსეთს ნატო – რუსეთის საბჭოს ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანია და ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს თემა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ნატოს ყველა განცხადებაში წერია, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ნატო მოუწოდებს მუდმივად რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები, პატივი სცეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, მიზანდასახულობას და დიპლომატიური გზებით, მშვიდობიანი გზებით კონფლიქტების მოგვარებისკენ სვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ ვნახეთ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა. ეს აჩვენებს, რომ დიპლომატიურ დონეზე მცირეოდენი პროგრესის შანსი არსებობს” – აღნიშნა აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაში,,იმ ლიეტუველი დეპუტატის გვარი არ ვიცი, მაგრამ ვპასუხობ: “ბოკერიას შეყვარება” მე არ მომიწევს”
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ ექსპერტიზის დასკვნაზე დღეს ისაუბრებენ