მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს დამკვირვებელი აბრეშუმის გზის ინიციატივაში – უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს სერბეთის ბაზარზე და სერბულ კომპანიებს ამ ბაზარზე – სერბეთის ვაჭრობის მინისტრი

საქართველო პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენც პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყნებმა, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის, – ამის შესახებ სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა ტომისლავ მომიროვიჩმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და სერბეთს კარგი პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ და საჭიროა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაც.

„სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ტრადიციულად კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან და თბილი ურთიერთობები ქართველ ხალხთან, მაგრამ უნდა ავაშენოთ ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს სერბეთის ბაზარზე და სერბულ კომპანიებს ამ ბაზარზე. იმედი მაქვს, რომ მომავალში ერთად შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწევთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს დამკვირვებელი აბრეშუმის გზის ინიციატივაში“, – აღნიშნა სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზები დასასრულებელია და ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობა არ არის გამოკვეთილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სასიამოვნოა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში