მხარს ვუჭერ NATO-ს მეხუთე მუხლს – დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სამიტზე რეპორტიორებს განუცხადა, რომ იგი მხარს უჭერს NATO-ს მე-5 მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ და დაამატა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების დასაცავადაც მზად არის.

“მხარს ვუჭერ მე-5 მუხლს, აქ ამიტომაც ვარ. მხარს რომ არ ვუჭერდე, აქ არ ვიქნებოდი.” – თქვა ტრამპმა.

ხოლო რეპორტიორის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა იგი NATO-ს ქვეყნებს, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: “ახლა რა ვთქვი? კი, რა თქმა უნდა, რატომ ვიქნებოდი აქ?”

– ტაბულა –

banner
წინა სტატიაშიგანვიხილეთ, როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ მშვიდობას – ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ