საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ და მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტების პროტესტს:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს. ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის.” ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
ირმა დოლიძე
ანა კვინიკაძე
ეკა კიკნაძე
ალექსანდრე კობერიძე
ლაურა კუტუბიძე
მაკა ვასაძე
მარიკა მამაცაშვილი
ქეთი მაჭავარიანი
ლელა ოჩიაური
სალომე სხირტლაძე
გიორგი რაზმაძე
თამარ ცაგარელი
ნათია წულუკიძე