,,მკაფიოდ მინდა ვიცოდეთ, შედგება თუ არ კენჭისყრა დღეს, თუ 400 ათას ადამიანს მოვუწოდოთ მოვიდეს პარლამენტთან და გაიძულოთ კენჭისყრა”?!

მკაფიოდ მინდა ვიცოდეთ, შედგება თუ არ კენჭისყრა დღეს, თუ 400 ათას ადამიანს მოვუწოდოთ აქ მოვიდეს პარლამენტთან და გაიძულოთ კენჭისყრა. გვითხარით და ამასაც გავაკეთებთ ამ ტრიბუნიდან , მოგადგებათ ეგ 400 ათასი კაცი და მერე ნახავთ. ორივეს და სამივეს გაგდგამთ აქედან, – ასე მიმართა სხდომის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ინაშვილმა ძიძიგურისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა, ჩატარდებოდა თუ არა დღეს კენჭისყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებით დაემუქრა.

„ცოტა არ იყოს უხერხულია. რაც ახლა ხდება პროცედურასთან კავშირშიც არის და საზოგადოებასთან კავშირშიც. ვატყუებთ ამ ხალხს, რომ კენჭისყრა იქნება თუ რას ველოდებით დღეს ჩვენ? მკაფიოდ მინდა ვიცოდეთ, შედგება თუ არ კენჭისყრა დღეს, თუ ამ 400 ათას ადამიანს მოვუწოდოთ, აქ მოვიდეს, პარლამენტთან და გაიძულოთ კენჭისყრა? გვითხარით და ამასაც გავაკეთებთ, ამ ტრიბუნიდან მოგადგებათ ეგ 400 ათასი კაცი და მერე ნახავთ. ორივეს და სამივეს გაგდგამთ აქედან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი კამერებთან გამოჩნდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას კანონპროექტი ჩავარდა