მკაფიოდ გამოვხატეთ თუ რა ხარვეზები დავინახეთ საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში, ველოდებით რეაგირებას – ევროკავშირის ელჩი

არჩევნების მეორე ტურში აღმოჩენილ ხარვეზებზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. მისი თქმით, საერთშორისო თანამეგობრობა ელოდება, შესაბამისს რეაგირებას დარღვევებზე, მათ შორის იმ ფაქტების შესახებ, რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებული.

„ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ელჩებთან გამართული განხილვის შემდეგ, ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ თუ რა ხარვეზები დავინახეთ საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში. ჩვენ ველოდებით რომ მოხდება შესაბამის რეაგირება.

ანგარიში, რომელიც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა, ამის საწყისი წერტილი უნდა გახდეს. ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს იმის აღიარება, თუ რა არ ფუნქციონირებდა სათანადოდ ამ არჩევნებზე.

რეაგირებას ველოდებით ასევე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებაზეც. ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ გარემოებებს. რეგულარული განხილვები გვექნება ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარლამენტთან, რადგან ორივეს აქვს საკუთარი როლი ამ პრობლემების გადაწყვეტის კუთხით,“- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 9 სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიალევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს