„მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი” – ივანე მაჭავარიანი

მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი – ასე აფასებს ფინანთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.

„მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი. როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, როგორც წესი კურსი ღრუბელის ფუნქციას აკეთებს, პირველ დარტყმას ეგ იღებს. რა ხდება რეალურ შემთხვევაში, რეალური ეკონომიკის ზრდა ივლისში 6% დაფიქსირდა, ჩვენ აგვისტოსაც ვხედავთ და შეგვიძლია დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ მოხდა, პროდუქტის და მომსახურების წარმოება, რეალურ განზომილებაში არ შემცირდა, ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე უცილობლად გამოიწვევს ლარის გამყარებას“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გეგმავს
შემდეგი სტატია„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ბიუროს ხვალ წარედგინება