(video) მჯერა, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მე ჩამიყვანს ჩემს სამშობლოში

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სჯერა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ის სოხუმში, საკუთარ სახლში დააბრუნოს.

როგორც მან „ნანუკას შოუში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მისი მხარდაჭერაც სწორედ ამაში გამოიხატება.

„ერთადერთი ჯგუფია, ვისშიც დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება შეუძლია. მჯერა, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მე ჩამიყვანს ჩემს სამშობლოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა „თუ სამშობლოს აფხაზეთში დასჭირდება, ის ამ ხარკს გაიღებს“.

 

https://youtu.be/ZnIgtjT03wA

banner
წინა სტატიაშისტამბოლის აეროპორტში გარდაცვლილების სია გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი მზად არის მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა