მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიაში გაემგზავრა.

მჯდომარე ფრენბურთში ეროვნული ნაკრების წევრი სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა, ასევე გულშემატკივრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს და წარმატებები უსურვეს.

მჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო ჩემპიონატში ევროპის 13 ქვეყნის გუნდები და პარასპორტსმენები მონაწილეობენ. საქართველოს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან იასპარეზებს.

banner
წინა სტატიაშისინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
შემდეგი სტატიაქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა