14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

“მიზეზი გასაგებია” — ლილი გელაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ექსპრემიერის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გელაშვილის თქმით, საუბარია ნათია თამაზაშვილის მეუღლეზე, ლევან სანამაშვილზე.

„გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე — ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან! მიზეზი — გასაგებია. ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს. ვინ იქნება შემდეგი???“ — წერს ლილი გელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ კრასნოდარის მხარეში ეისკის საზღვაო პორტს დაარტყა
შემდეგი სტატიაირანი აშშ-ის ახალ სანქციებს “უკანონო ეკონომიკურ ომს” უწოდებს და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს